ეს პოლიტიკა განსაზღვრავს, როგორ უქმდება Chiti-ს ფასიანი სერვისები და რა შემთხვევებში ბრუნდება გადახდილი თანხა. სერვისის ოპერატორია ინდივიდუალური მეწარმე ილია გრიდასოვი (ს/ნ 306489163, საქართველო, თბილისი, სამგორის რაიონი, პოლიციის I ჩიხი, N5, სართული 2, N4ა).
პოლიტიკა ვრცელდება ყველა ფასიან სერვისზე: Gov და Gov+ გამოწერები, ბიზნეს ტარიფები (Starter, Business, Enterprise) და სხვა ერთჯერადი გადახდები cchat.ge-ზე.
ყველა გამოწერა ყოველთვიურია და ავტომატურად ნახლდება. გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს აპლიკაციის პარამეტრებიდან.
გაუქმების შემდეგ სერვისი მუშაობს უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე; შემდეგი თვის გადახდა აღარ ჩამოიჭრება. გაუქმება არ საჭიროებს მიზეზის მითითებას.
მოთხოვნა იგზავნება აპლიკაციიდან (პარამეტრები → ტრანზაქციები) ან ელფოსტით info@cchat.ge-ზე. მიუთითეთ გადახდის თარიღი, თანხა და მიზეზი.
მოთხოვნას განვიხილავთ 5 სამუშაო დღეში. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, რომლითაც მოხდა გადახდა, არაუგვიანეს 14 საბანკო დღისა.
პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავები წყდება მოლაპარაკებით, ხოლო შეუთანხმებლობისას — საქართველოს სასამართლოებში.